Thursday, November 12, 2009

ადამიანი=ცხოველი?!


რიხნერი ამბობდა ,, ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს'' და ვეთანხმები კიდევაც, რადგან სხვა რით განსხვავდება ადამიანი სხვა ცოცხალი არსებებისგან მაგალითად ცხოველებისგან? მგონი არაფრით, თავს ვიკავებთ, "ინტელიგენტებად" მოგვაქ თავი, მაგრამ როცა კი დგება გადამწყვეტი მომენტი, ყოველთვის როგორც ღორი ისე ვიქცევით (ყველაზე საშინელი ცხოველი ღორია და ხაზს იმიტომ ვუსმევ ღორს), ადამიანს ყოველთვის ქონდა ცხოველის ბუნება, მაგრამ ცხოველსაც ხომ გააჩნია? ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ღორი აღმოჩნდება ხოლმე ეს ცხოველი, რომელსაც რაც არ უნდა გაუკეთო მაინც ღორად დარჩება, ესეა დღევანდელი ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მუცლის იქით არ აინტერესებთ რა ხდება მთავარია სახლში და ეზოში ქონდეთ ყველაფერი კარგად, შევადაროთ აბა? ღორიც ანალოგიურადაა, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, ჭამა გვინდა ყველაზე ძალიან, სხვისი საქმის და ცხოვრება უფრო გვაინტერესებს ვიდრე პირადი, ესეც იმიტომ რომ პირადი ცხოვრება არ გააჩნია მასეთ ადამიანს, ძველი რომის პერიოდის თანამედროვე გათამაშებაა დღეს პური და სანახაობა, მაგრამ ვაი რომ სანახაობაც მოაკლდათ ეხლა მხოლოდ ჭამაზე არიან გადასულები, საჭმელიც რომ მოაკლდებათ მერე ისევ დაიწყებენ ჭყივილს რათა საკვები მოიმარაგონ , ბრბო ყველაზე საზიზღარი ფენაა მოსახლეობის, ამასაც ფენას იმიტომ ვუწოდებ რომ ყველა შემთხვევაში ერთიდაიგივე ხალხი ყვირის ამიტომ დამატებით გამოვყავი ეს არსებები, რომ კითხო ქვეყნის პატრიოტები არიან არადა პირველივე შემთხვევაში მიაყიდიან ქვეყანას ფულის და მუცლის გამო!
ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ სიმართლეს როდესაც ეუბნებიან არ მოწონთ, ეგრევე ჩაქოლვაზე მოდიან თავი ყოველთვის მართალნი და ჭკვიანები გონიათ თითქოს ქვეყანა მათი იყოს!
ყოველთვის ვამბობდი უბრალოდ დღეს ვწერ ესე სახალხოდ როცა ეს ხალხი მოცილდება ქვეყანას ამ შემთხვევაში არ მაქ მარტო კონკრეტულად საქართველოზე საუბარი, ნებისმიერ ქვეყანას ვგულისხმობ მაშინ დაიწყება ქვეყნის გამოსწორების ნიშნები, მანამდე მაინც იმ ჭაობში იქნება ჩაფლული რომელშიცაა ეხლა, ამაზრზენია და მიუღებელი მასეთი ხალხი ჩემთვის, მე რომ შემეძლოს ყველას ერთ დიდ გემში შევყრიდი და კუნძულზე გავუშვებდი რომელიც არ არსებობს! (აბა ჰე ჩამქოლეთ) იმედია როდესმე გავითავისებთ რომ მუცლის იქითაც არსებობს რაღაც საკვებზე ტკბილი და სასიამოვნო!

P.S. სიტყვა პოლიტიკა არ მიხსენებია არსად და გთხოვთ არც ერთმა არ ახსენოთ!

3 comments:

Roman Abramov said...

..."ასი წელიწადია ვბალახობთ, ჩვენი ერთადერთი ფუნქციაა - ვჭამოთ, ვსვათ, შვეილები ვზარდოთ. გათავდა. ასეთმა ფუნქციამ, ძველი, ტრადიციული ზნეობა გადააგვარა და დღეს თუკი ვისმე თავისუფლების, სამშობლოს სახელმწიფოებრიობის სიყვარული აქვს, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ზნეობა უმდგრადესია სულიერ ზნეობათა შორის. აი ჩემი აზრით ეს დავკარგეთ, ქალბატონო ნინო. რანი ვართო, რომ ბრძანებთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საშოვარს გადაგებული გათითოკაცებული, ყოფილი ერი. დავამთავრე ელიზბარ, შეგიძლია საათს დახედო"...

ჭაბუა ამირეჯიბი
"დათა თუთაშხია"

gshakalypse said...

მე იმას ვფიქრობ, რომ ეს პოსტი თავად ამ წერილის ადრესატებმაც რომ წაიკითხონ არაფერი შეიცვლება... ვერც საკუთარ თავში დაინახავენ "ღორს" და პირიქით შეიძლება შენვე გაგამტყუნონ... (მართალი ხარ, არაფერ შუაშია პოლიტიკა)

Anonymous said...

ბოდიში მომითხოვია და რატომაა ყველაზე საშინელი ცხოველი ღორი..

Post a Comment