Wednesday, November 4, 2009

ვისწავლოთ Drift


დრიფტი ეხება როგორც მანქანის ტარების ხერხებს, ასევე სპორტს, რომელიც გარკვეულწილად გამომდინარეობს ამ ხერხებიდან. მოცემული დოკუმენტი უმთავრესად ეხება სპორტს. მაგალითად: როცა მანქანის უკანა ბორბლების მოძრაობის კუთხე უფრო დიდია, ვიდრე წინა ბორბლების მოძრაობის კუთხე და წინა ბორბლები მიმართულია საწინააღმდეგო მიმართულებით მოხვევის დროს (მაგ.: მანქანა უხვევს მარცხნივ, ხოლო ბორბლები მიმართულია მარჯვნივ) და მძღოლი ახდენს ამის “კონტრას”, ამ შემთხვევაში მანქანა ახდენს დრიფტს.

მანქანები, რომელთაც შეუძლიათ დრიფტის მოხდენა, ძირითადად გახლავთ მსუბუქი, რათა მოახდინოს მასის/წონის გაწონასწორება, უკანა წამყვანის მანქანები. იაპონიაში და, შეიძლება ითქვას, მსოფლიო მასშტაბით, მსგავსი მანქანები გახლავთ: Nissan Silvia/http://180sx, Toyota AE86, Mazda RX-7, Nissan A31 Cefiro, Nissan Skyline (RWD ვერსია), Nissan Z-car, Toyota Altezza, Toyota MZ20 Soarer, Honda S2000, and Mazda Miata. ამერიკაში დრიფტში შეჯიბრის დროს ძირითადად იყენებენ ადგილობრივი წარმოების მანქანებს (როგორიცაა: Nissan 240SX da Toyota Corolla GT-S), ასევე Ford Mustang, Dodge Viper, da Pontiac GTO. შეჯიბრში მონაწილენი, სხვადასხვა ქვეყნებში ასევე იყენებენ ადგილობრივი წარმოების მანქანებს, როგორიცაა, ადრეული წარმოების Ford Escort (UK და ირლანდია), BMW 3 Series (ევროპის სხვა ნაწილებში), Porsche, ადრეული წარმოების ოპელის მანქანები ან Volvo 700 series (შვედეთი).

დრიფტის ხერხები

ძირითადი ხერხები გახლავთ უკვე დამკვიდრებული, მუდმივად გამოყენებადი, თუმცა, თითოეულ მანქანაზე მძღოლმა შესაძლოა გამოიყენოს ამა თუ იმ ხერხის ქვე ჯგუფები (დეტალები). ხერხები გახლავთ შემდეგი:

დამწყების ხერხები

მსგავსი ხერხები არ შეიცავენ წონის გადაცემას/გაკონტროლებას, მაგრამ გახლავთ ხერხებს შორის უპირველესი, რომელთაც შეისწავლიან დამწყები დრიფტერები. თუმცა, ამ ხერხებს მაინც იყენებენ გამოცდილი დრიფტერები, რომელთა სწორად შესრულება ნამდვილად მოითხოვს კარგ უნარ-ჩვევებს.

* ხელის მუხრუჭი ან სათადარიგო მუხრუჭი – სანამ დაჭერილი გაქვთ კონუსი ხელის მუხრუჭი ამოწეულია, რათა მოხდეს უკანა კონუსის ძალის შემსუბუქება. მას შემდეგ, რაც კონუსის ძალა შემსუბუქდება, მძღოლი აუშვებს ფეხს კონუსს, დააჭერს “გაზის პედალს” და მოახდენს საწინააღმდეგო მოქმედებას. ეს გახლავთ ძირითადი ხერხი, რათა მოხდეს ორხიდიანი მანქანით დრიფტი, (კონუსი საჭირო არ არის) ასევე, ეს ხერხი გამოიყენება შეჯიბრებების დროს, რათა მოხდეს დრიფტი დიდ კუთხეებში ან მოხდეს მანქანის ხაზზე გასწორება/გაწონასწორება საშუალო დრიფტით.

* Power oversteer or Power slide – დრიფტის მოხდენა ხდება, როცა შედის მანქანა კუთხეში გაზის პედალზე კარგად დაჭერით, რათა სრული დატვირთვა მისცეს მოსახვევში მანქანას. გადამეტებული სიჩქარე ახდენს ბორბლების იმგვარად მოძრაობას, რომ იკარგება კონუსის ძალა მანქანის ყველა ბორბალზე გატარების დროს და უკუ დახევის დროს. ეს გახლავთ ხერხი დრიფტის მოხდენისა იმ მანქანებისათვის, რომლებიც ყველა ბორბლით წამყვანია ანუ 4X4-ზე *

“სიჩქარეების ბლოკირება – იწყება უკუ გადახვევა (ჩვეულებრივ მესამედან მეორეში ან მეოთხედან მესამეში და გამოიყენება ყველაზე მაღალი სიჩქარე) ტორმუზის დარტყმის გარეშე, ბრუნის გარეშე, იწვევს ბორბლების მომენტარულად ბლოკირებას. ძალიან კარგია ამ ხერხის გამოყენება ძალიან დიდ, რთულ მოსახვევებში, აძლევს მძღოლს საშუალებას მიუახლოვდეს მოსახვევს ნელა და დაბალი ბრუნით მაშინ, როცა ხდება სწრაფად სიჩქარის მომატება და კუთხიდან გამოსვლა. ეს ხერხი შესაძლოა საკმაოდ ზიანის მომტანი გამოდგეს ძრავისათვის, თუ არასწორად გამოიყენებთ, რადგან ელექტრო მართვად მოწყობილობას არ შეუძლია ბრუნის შეზღუდვა მოახდინოს, როცა ძრავა გადამეტებული სიჩარის დატვირთვით ამუშავებს უკანა ბორბლებს. სწრაფ ბრუნს ეწოდება “Rod Stretchers”.

* კონუსის დარტყმა – ეს ხერხი სრულდება “ დარტყმით” კონუსზე (დარტყმა, აშვება, ჩვეულებრივ ერთხელ სრულდება, სწრაფად მეტი რეგულირებისათვის) რადგან დარტყმის ძალამ გაიაროს მოძრაობის ძალის ქსელი, მანქანის ბალანსისათვის. ეს მოქმედება ძირითადად იწვევს უკანა ბორბლების გაცურებას.

წონის გადაცემის ხერხები

* მუხრუჭის დარტყმითი დრიფტი – ეს დრიფტი ხორციელდება კუთხეში შესვლისას ტორმუზის დარტყმით, რათა მანქანამ შეძლოს წონის წინ გადაქაჩვა. ამ მოქმედებას დაუყოვნებლივ მოჰყვება გაზზე დარტყმა, როცა უკანა წამყვანი მანქანა კარგავს კონუსის ძალას. ორხიდიან მანქანებზეც შესაძლებელია გამოვიყენოთ ეს ხერხი, რადგან ის არ ეფუძნება უკანა წამყვანს.

* ინერციული დრიფტი ან სკანდინავიური უეცარი დარტყმა – ეს ხერხი ხორციელდება შემდეგნაირად – წონის გადაცემა ხდება ბრუნისაკენ, ჯერ ბრუნიდან შემობრუნება და შემდგომ ისევ სწრაფად მეორე მხრივ შემობრუნება გამოიყენება რა მანქანის უკანა მხრის ინერცია, შედის რა მანქანა სასურველ ხაზში დრიფტის დროს. ზოგჯერ გამოიყენება ხელის მუხრუჭი, ხდება რა მანქანის წონის გადაცემა გარეთ, რათა დაბლოკოს უკანა ბორბლები. მსგავსი დრიფტი იწვევს მანქანის სიჩქარის გადამეტებას, რათა ამისათვის მსგავსი დრიფტი ნიადაგს ამზადებს.

* Kansei, აჩქარების აღება ან წამოწყება – გაზის “პედალზე” ფეხის აშვება, როცა ხდება კუთხეში შესვლა მაღალი სიჩქარით, როცა მანქანა იწყებს მოცურებას, წონის გადაცემა უნდა მოხდეს, უბრალოდ ძრავის დამუხრუჭებით. დრიფტის მოძრაობა კონტროლდება მძღოლის მიერ საჭის დარეგულირებით და შუქის პედალის ამუშავებით, ეს მსგავია მუხრუჭის დარტყმითი დრიფტისა.

სხვა ხერხები

* “ბინძური” ჩამოგდება – ეს ხორციელდება შემდეგნაირად: უკანა ბორბლების მოწყვეტა ხდება ჰერმეტული ზედაპირიდან სიბინძურეში, ან ისეთ ადგილას, რომლითაც გარშემორტყმულია გზა (შეჯიბრებისას) – (ანუ, როცა ხდება გადაცდომა სავალი გზიდან) ასევე პარალელურად მას ეწოდება “ბინძური ტურბო”

Choku-Dori – ხორციელდება შემდეგნაირად: მანქანის წონის მერყეობა წინ და უკან სწორ გზაზე, გამოიყენება რა უკუ ბრუნი და გაზის პედალი, რათა შენარჩუნებულ იქნას დიდი კუთხე. ეს ხერხი ძირითადად გამოიყენება შოუს სტილში, სადაც რამდენიმე მანქანა იღებს თანმიმდევრულად მონაწილეობას.

მომზადება ტარებისათვის

ზუსტი მექანიკური გაცურების სხვაობა მნიშვნელოვანია დრიფტისათვის. ყველა სხვა მოდიფიკაცია არის მეორეხარისხოვანი. ცნობილი დრიფტის ზუსტი მექანიკური გაცურების სხვაობა მოიცავს OS Giken, KAAZ, & Cusco.

ზუსტი მექანიკური გაცურების სხვაობის ყველაზე პოპულარული ფორმა დრიფტისთვის გახლავთ კონუსის ტიპი. “ორ-გზიანი” ფორმა. სასურველი ფორმა გახლავთ ნებისმიერ პირობებში (სიჩქარის მომატება ან შენელება) ზოგირეთი სპორტული მანქანა იყენებს კომპრესულ “სხვაობას”, რომელსაც განმასხვავებელი ქმედება არ გააჩნია, ბორბლები დაბლოკილია ერთმანეთზე. დრიტფის მიმდევრები ასევე იყენებენ “შედუღებულ” სხვაობას, სადაც ნახევარღერძა კბილანა “შედუღებულია”, რათა წარმოქმნას მსგავსი ეფექტი. იგი მანქანას უმსუბუქებს გაცურებას მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მაგრამ ძნელია გასაჩერებლად და რთულია ასევე ხაზზე მოძრაობა. Torsen (ხელმისაწვდომია შემდეგი მანქანებისთვის S15, FD3S, MX5, JZA8x) სხვაობები ადეკვატურია, მაგრამ ზოგჯერ არ არის ხელმისაწვდომი ნაწილების ბაზრობაზე.

“კონუსი” დრიფტის მანქანებისთვის გახლავთ კერამიკული ლატუნი (მეტალია) მასალის ან მრავალ ფირფიტიანი, მეტი გამძლეობისათვის ასევე იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მანქანის ბალანსის შენარჩუნება კონუსზე დარტყმითი” ხერხის გამოყენების დროს. სიჩქარის ყუთი და ძრავის სამაგრები ხშირად იცვლება (სპეციალური მეტალის) სამაგრებით და ემატება მაყუჩი რათა კარგად იქნას გაკონტროლებული ისინი ნებისმიერ პირობებში

სიჩქარის ყუთი იცვლება ახლო პროპორციებით, რათა ძრავას შეუნარჩუნოს სიძლიერე (იაპონელი სპორცმენებს ერევათ “L” და მას უწოდებენ “ურთიერთ გამომდინარე ამოცანს”) ეს შეიძლება იყოს უფრო უხეში მოწყობილობა, კონსტრუქცია და გამოყენებულ იქნას, მრუდე თვალის ნაცვალად ,მეტი გამძლეობისა და სწრაფი გადართვისათვის. უფრო შეძლებული სპორცმენები იყენებენ თანმიმდევრულ სიჩქარის ყუთს ან ადაპტორს, რათა სიჩქარის არჩევა უფრო გამარტივებული იყოს

( Suspension- ნიშნავს დროებით შეწყვეტას ან ჩამოკიდებას, საკიდი–სიმსუბუქე)

დრიფტის მანქანებს მეტი მოქნილობისათვის გააჩნიათ მაღალი ზამბარა და ამორტიზატორი. უკანა ბალანსი გახლავთ აწეული, განსაკუთრებით უკანა მხარეს გაზრდილია, რათა გააუმჯობესოს მანქანის კონტროლი დაცურების დროს. უმრავლესობა მანქანებში იყენებენ კომბინაციას სპირალისა და ამორტიზატორისა. მსგავსი მოქნილობა იძლევა სიმაღლის დარეგულირების საშუალებას დამოუკიდებლად. არ არსებობს რაიმე კონკრეტული სიმაღლის დარეგულირების სტანდარტი ან ზამბარის/ამორტიზატორის კომბინაციის დარეგულირების სტანდარტი მძღოლი თვად არჩევს მას. მოქნილობისათვის საჭირო მოწყობილობების მწარმოებლები მომხმარებელს აძლევენ საშუალებას შეიძინონ მანქანაშივე არსებული საშუალებები (ისეთი მანქანები, რომელთაც შემსუბუქების შესაძლებლობა ექნება) განსაკუთრებით ამ სპორტში მიღების მსურველებმა, რომელთაც თავისუფლად შეეძლებათ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.

გადამრთველიც შესაძლოა იყოს გაუმჯობესებული ნაწილებით. უმრავლესობას ნისანის მარკის მანქანებისა გააჩნიათ მოქნილი უკანა სიმაგრე, რომელიც ფიქსირებულია ალუმინით რაც არ ამოძრავებს ჩარჩოს დრიფტის შეჯიბრის დროს.

ერთი მოქნილობის შექმნის მეთოდი ჯერ კიდევ პოპულარულია იაპონიაში , რომელსაც ეწოდება “ეშმაკის ასაწევი საშუალება” იგი გახლავთ შესაბამისი საშუალება, რომელიც მაგრდება წინა მხარეს , რათა შემცირდეს მოცურება. უკანა მხარეს მისი დაყენება არ გამოიწვევს არასათანადო შემობრუნებას, რაც შეაფერხებს მანქანის დრიფტს. წინა მხარეს, სადაც ნაკლები რისკია მოცურებისა, უფრო ადვილია მანქანის უკანა მხარის შემოტრიალება და კუთხის გაკეთება. თუმცა, მუდმივი კონტროლი მანქანისა საჭიროა. ბევრი მანქანა, რომელიც აწყობილია შოუებისათვის (როგორიცაა bōsōzoku –ს მიერ ნატარები) ჯერ კიდევ გამოიყენება მსგავსი სტილი “აგრესიული” შეხედულების გამო.

ჩვეულებრივ დამტკიცებულია, რომ მსგავსი სპორტი ძალიან ცვითავს საბურავებს, ამიტომ ერთი პროფესიონალური ღონისძიებისათვის საჭიროა რამდენიმე კომპლექტი საბურავებისა.

“ბრძოლის არეალი”

იმის გამო, რომ არსებობს დიდი გადასასვლელები (იგულისხმება სამოძრაო ხაზიდან გადასული მონაკვეთი გზის) მძღოლი უნდა იყოს საკმაოდ დაცული, და კარგად დამაგრებული შესაბამისი ქამრებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელებით ძლივს ამოძრავებს რულს. რული რა თქმა უნდა იქნება ჩვეულებრივზე საკმაოდ პატარა, ბრტყელი და მრგვალი, ისე რომ შესაძლებელი იყოს ხელის ადვილად გაშვება, საშუალებას იძლევა ხელში ადვილად დატრიალებისა. ხელის მუხრუჭს სახელური იცვლება ადვილად მოძრავი სახელურით, ეს საშუალებას იძლევა იგი არ დაიბლოკოს/გაიჭედოს, როცა ხელს აუშვებენ. ზოგიერთი მძღოლი უცვლის ადგილს ხელის მუხრუჭს ან ამონტაჟებს დამატებითს უფრო მეტი მუხრუჭს ძალისათვის.

ძრავა

S13 Silvia ტიპიური დრიფტის სპეციფიკაციებით – მას გააჩნია ზეთის გამაგრილებელი მოწყობილობა, წინა საკავები (ტრუბა გამოსაჩენ ადგილას) ზეთის ფილტრის საკიდი, საჭიმი, ტურბო, მუხრუჭის ცილინდრი

ძრავის ძალა არ არის აუცილებელი იყოს მაღალი, თუ მანქანას ბევრი გამწეობა აქვს, ძნელი იქნება დრიფტის დროს მას გაუმკლავდე. თითოეულ მძღოლს თავისი საკუთარი სტილი გააჩნია და მანქანები შესაძლოა იყვნენ დაწყებული 100bhp (74kW) დან 1000bhp (745kW) Mმდე. ძრავები აღჭურვილი უნდა იყოს გამაგრილებელი სისტემებით. ძრავა არა მარტო დიდ სითბოს გამოსცემს, არამედ კუთხეებში მოძრაობისას ამცირებს ჰაერის მიმოსვლას რადიატორში. ტურბოს მქონე ძრავებისათვის გამაგრილებელი სისტემა შემცირებულია. ზეთის გამაგრილებელი სისტემებიც ძალიან მნიშვნელოვანია.

რულის ტარება

თუ რულის მოძრაობისას იქმნება დიდი კუთხე ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანაც აკეთებს დიდი კუთხეს და ასევე ხელს შეუწყობს სწრაფად მოხვევის დროს. ამისათვის გამოიყენება “პრაკლადკები” რულის ღერძზე, შემაერთებელ ბოლოებზე ან ბოლტებზე. რულით დიდი კუთხის წარმოქმნისათვის ხშირად საჭიროა სხვა სპეციფიკაციები, რათა საბურავი ან რული არ მოვიდეს კონტაქტში სხვა ნაწილებთან

ძირითადი ნაწილი

გაწმენდა/მომზადება ნაწილებისა დრიფტისათვის/შეჯიბრისათვის.

სავალი ნაწილის მომზადება ხდება მსგავსად ჩვეულებრივი მანქანებისა. “პაჩებნიკი” გამოიყენება ზოგჯერ უსაფრთხოების მიზნით, რათა გააუმჯობესოს სიმკვრივე მანქანის ჩარჩოში ,მაგრამ აუცილებელ ფაქტორად ითვლება მაშინ, როცა ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ორზე მეტი მანქანა. წინა და უკანა სამაგრების მაგვარი ფიგურული ნაწილი, დაბალი საკავები, ცილინდრის საკავები ყველა გამოიყენება სავალი ნწილის მეტი სიმკვრივის უზრუნველსაყოფად. სალონში რჩება მხოლოდ დასაჯდომი ადგილი, ხალიჩა, ხმის ჩასახშობად ხოლო სხვა დანარჩენი ,რაც ზედმეტია იღება მანქანის სალონიდან, რათა წონას შეუწყოს ხელი.

ძირითადი ნაწილის კომპლექტები მიმაგრებულია კაბელით. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა რაიმეს დაეჯახა, მაშინ იგი კაბელს წყდება და ვარდება ისე, რომ მანქანას არაფერს უზიანეს.

რაც უფრო სწრაფად მოძრაობს დრიფტის მანქანა, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება აეროდინამიური დარეგულირება. უკანა მხარის “სპოილერები” და ფრთები უფრო გამოსადეგია დიდ, ღია გზებზე, სადაც ჩნდება აუცილებლობა სიჩქარის დაკლებისა. ჰაერის მიწოდება ძრავში ძალიან მნიშვნელოვანია ამიტრომ სახურავი “კლაპანი” ისეთი მასალისაა, რომ მასში ჰაერი აღწევს.

საბურავები

S13 Silvia – საბურავი გადაჭიმულია დიდად.
მანქანებს წინ და უკან ხშირად სხვადასხვა საბურავები უყენიათ და მესაკუთრეს შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე ცალი სათადარიგო. ეს იმიტომ, რომ ერთმა მშვენიერმა შუადღემ, როცა ტარდება შეჯიბრი, შესაძლოა მთლიანად გაუფუჭოს ის, რაც უყენია მანქანაზე. როგორც წესი, კარგი საბურავები მიდის წინა მხარეს, რადგან კარგი მიხვრა-მოხვრა ჰქონდეს. უკან, კი ცოტა მოძველებული საბურავები უკეთდება, ხშირად “სექანდჰენდის” . 15_იანი საბურავები უკან , მსგავსი საბურავები ბევრად იაფია. იაფფასიანი საბურავების გამოყენება უფრო სახალისოა – უფრო მეტი მოცურების ალბათობის გამო. იგი მეტ საფრთხეს ქმნის სწრაფად მოძრავი მანქანისათვის დრიფტის დროს.

შეჯიბრში მონაწილე სპორცმენებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვეულებრივი საბურავები, დამტკიცებული ტრანსპორტის სამინისტროს მიერ და ასევე გამოიყენონ მხოლოდ შეჯიბრისათვის განკუთვნილი საბურავები, მაგრამ ზოგიერთი შეჯიბრების დროს მათ შორის D1GP დროს, შეიძლება მხოლოდ კომერციული საბურავების გამოყენება. ზოგიერთმა კომპანიამ დაიწყო სპეციალურად დრიფტისათვის საბურავების გამოშვება – ერთ-ერთი ესეთი კომპანია გახლავთ Kumho. მათ ახლახან გამოუშვეს საბურავები სპეციალუარდ დრიფტისათვის – ფერადი ჩვეულებრივი სერი საბურავისგან განსხვავებით. თუმცა, ეს გაყიდვაში არ არის და გადაეცემათ მხოლოდ დრიფტში მონაწილე ჯგუფებს.

P.S.ძალიან დიდი თხოვნა მექნება ზემოთ წაკითხულს ნუ გააკეთებთ შესაბამისი მანქანის გარეშე და ასევე აკრძალულ ადგილებში (ეზოში, ქალაქში და ა.შ.)

რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ ვიდეო გაკვეთილებს თუ როგორ შეიძლება დაეუფლო Drift ხელოვნებას

0 comments:

Post a Comment