Saturday, November 7, 2009

რამდენ ნიღაბს ვატარებთ?


ნიღაბი ჩვენი ცხოვრების განურჩეველი ატრიბუტია, რაც არ უნდა ვიდავოთ იმ საკითხზე რომ ესა თუ ის ადამიანი უნიღბოდ ცხოვრობს ამქვეყანაზე, უტოპიის სფეროა!
ყველანი ვცდილობთ ჩვენი რეალური სახე დავმალოთ და ყოველი დღის გათენებისას ის ნიღაბი შევარჩიოთ რომლითაც უფრო მოერგები გარე სამყაროს, რაც უფრო ძვირფასი და მდიდრულია ნიღაბი რომელსაც ატარებ, მით უფრო კარგავ შენი “მეს” რომელიც ესოდენ ძვირფასი უნდა იყოს წესით ყველასთვის და რა თქმა უნდა შენთვის.
ყველაზე კურიოზული მომენტი კი მაშინ არის როცა, ნიღაბს კარგად ვერ იმაგრებ სახეზე და უცაბედად რომ ჩამოგძვრება “როლის” თამაშის დროს, ამ დროს შეგიძლია დაინახო ადამიანის უსუსურობის მწვერვალი, შეიძლება გაგიკვირდეს კიდეც რამდენიმე წუთის წინ როგორი ძლიერი იყო ის ადამიანი და ეხლა როგორი უმწეო გახდა.
არ ვიცი რატო გადავწყვიტე დამეწყო წერა ამ საკითხზე, უბრალოდ ერთმა შემთხვევამ მაიძულა ამ თემაზე მესაუბრა, შეიძლება ბევრმაც ვერ გაიგოს ეს ნაწერი და ჩათვალონ რომ ბექა გაგიჟდაო, შეიძლება ზოგმაც გამიგოს თუ რაზე ვწერ და გამიგოს, უბრალოდ ერთის თქმა მინდა რომ, ზოგ ადამიანთან მიანც შეეცადეთ ნიღაბი ცოტა ხნით მაინც გადადოთ გვერძე და თქვენი სახე აჩვენოთ, იქნებ მასე უფრო უკეთესი იყოს ყველასთვის!

0 comments:

Post a Comment