
ამ კაცის ბიოგრაფია რომ წავიკითხე სიმართლე გითხრათ გაოცებული დავრჩი!
ჰიროო ონოდა დაიბადა 1922 წლის 19 მარტს იგი იბრძოდა იმპერატორის არმიაში მზვერავად II მსოფლიო ომის დროს, იგი წვრთნას გადიოდა ნაკანოს საწვრთნელ ბაზაზე, რომელიც იყო განლაგებული ლუბანგში (ფილიპინები) ონოდა ამ ბაზაზე იმ დროს იმყოფებოდა როცა მოკავშირეების ჯარებმა ეს კუნძული დაიკავეს 1944 წლის 17 დეკემბერს, მაიორმა ტანიგუტიმ კი ონოდას უბრძანა პარტიზანული დანაყოფის მეთაური გამხდარიყო, რომელიც მოკავშირეების წინააღმდეგ იბრძოლებდა.
ამ დანაყოფის ძირითადი ნაწილი მოკლე პერიოდის შემდეგ ჩაბარდა, ხოლო ბრძოლა კი განაგრძეს მოკავშირეების წინააღმდეგ ონოდამ და სამმა მისმა თანამებრძოლმა, რომლებმაც ჯუნგელბში შეაფარეს თავი, ერთ-ერთი თანამებძოლი ონოდასი 1950 წელს ჩაბარდა ფილიპინურ არმიას, მეორე დაღუპულ იქნა 1954 წელს ფილიპინური პოლიციის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკანასკნელი კი 1972 წელს დაიღუპა, ხოლო ონოდა იაპონიაში
ჯერ კიდევ 1959 წელს იქნა დაღუპულად გამოცხადებული!
ონოდა ნაპოვნი იქნა იაპონელი სტუდენტის მიერ (ნორიო სუძუკი) პირველად ამ იაპონელისგან ონოდან გაიგო ცნობა ომის დამთავრების შესახებ და მოითხოვა დანებების ბრძანება გაეცა მის კაპიტანს რომელმაც პარტიზანული ომის ბრძანება გასცა, როდესაც მაიორი ტანიგუტი ჩავიდა ფილიპინებზე და ონოდას თავსშესაფარი ნახა გაოცებული დარჩა რადგან მას კიდევ ქონდა კარგად შენახული შაშხანა არისაკა ტიპ 99, 500 გაუსროლელი გილზა, რამდენიმე ხელის ყუმბარა და სამურაის ხმალი
შედეგი კი ამ პარტიზანული ომის იყო საოცარი მას ყავდა 130 მოკლული ფილიპინელი პოლიციელი და ათობით დაჭრილი
ჯუნგლებიდან გამოსვლის შემდეგ ონოდა საცხოვრებლად გადავიდა ბრაზილიაში სადაც გამოსცა წიგნი “არ დანებდე: ჩემი ოცდაათწლიანი ომი” იგი თავის წიგნში წერდა, რომ მან 1950 წელს ნახა ამერიკული გაზეთი სადაც ეწერა ომი დამთავრების შესახებ და უკვე იჯერებდა რომ ომი მართლაც დამთავრებული იყო, მაგრამ სროლის ხმა რომ მოესმა მიხვდა რომ ეს, ამერიკელების ხაფანგი იყო და გაზეთი დაწვა, იგი ამ დროის განმავლობაში იკვებებოდა ხილით, ქვეწარმავლებით, თვეში ერთხელ პატარა სოფლის მაღაზიებზე თავდასხმას აწყობდნენ და საჭირო ნივთები მიქონდათ სამალავში, ტროპიკული წვიმების პერიოდში თავის შაშხანას სხეულით ფარავდა, ამ ხნის განმავლობაში ონოდა მხოლოდ ერთხელ გახდა სერიოზულად ცუდად ანგინით, დრო რომ უქმად არ დაეკარგა ხელსაქმით იყო დაკავებული ონოდა და მორალურად რომ არ გატეხილიყო სამალავში იმპერატორის ფრაზები ეკიდა, იგი ამბობდა რომ შაშხანით არასოდეს უნადირია.
1996 წელს კი ონოდა კუნძულს კვლავ დაუბრუნდა სადაც ადგილობრივ სკოლას 10 000 დოლარი გადასცა. 2009 წლიდან კი ონოდა იაპონიაში ცხოვრობს.
http://hronograf.narod.ru/12/samuray.htm

1 comments:
vot ras qvia sulit meomari ro xar da kide,valdebulebebi gatavisebuli ro gaqvs :)
au,ise kia gasakviri persona :P
Post a Comment